სუმელას ისტორიულ მონასტერში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღინიშნა
15 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაული სუმელას ისტორიულ მონასტერში აღინიშნა. ინფორმაციას კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლო ავრცელებს.
საღმრთო ლიტურგია ყოვლად უწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა. სადღესასწაულო ლიტურგიის მთავარი მწირველი მღვდელი კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი და მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა იყო.
წირვას ტრაპიზონში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ათობით ადგილობრივი ქართველი მცხოვრები და საქართველოდან ჩასული მომლოცველთა ჯგუფი ესწრებოდა.
თურქეთში მდებარე მონასტერში წირვა წელიწადში ერთხელ, მხოლოდ მიძინების დღესასწაულზე აღესრულება.