სულხან სალაძე აცხადებს, რომ „ისფედის“ ინიციატივით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი სულხან სალაძე აცხადებს, რომ „ისფედის“ ინიციატივით დღეს არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, „ისფედის“ ხელმძღვანელობიდან ელენე ნიჟარაძის წასვლის გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიუღიათ, ეს „ისფედის“ გამგეობამ მიიღო.
„ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობოები ვერ მიიღებდნენ. ზოგადად, მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით „ისფედის“ ინიციატივით შედგა შეხვედრა დისტანციურ ფორმატში. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. დანარჩენი ხვალ, 13:00 საათზეა ჩანიშნული პრესკონფერენცია და იტყვიან დეტალებს. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელ დირექტორს გაათავისუფლებდნენ თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო გამგეობას და ხვალ ალბათ ამაზეც ისაუბრებენ. მე არც გიდასტურებთ და არც უარვყოფ ელენე ნიჟარაძის წასვლის ან დარჩენის ფაქტს, გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ ასეთი შეხვედრა იყო. არ მინდა, გავასწრო მოვლენებს და ვისაუბრო „ისფედის“ სახელით, ვიდრე ისინი არ ჩაატარებენ პრესკონფერენციას. ჩემს დამოკიდებულებას და ჩემს შეფასებებს, მე რაც მგონია და მე რაც წარმომიდგენია, ამის მერე უფრო ღიად ვიტყვი“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.