სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე უვადო მოსამართლედ გამწესდა
11 ხმა 4-ის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სულხან მოლაშვილისა და ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გაამწესა.
ასევე უვადოდ დაინიშნა საბჭოს მოქმედი წევრი რეზო ნადარაია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სიახლის სამართლის საქმეთა პალატაში. 12 ხმა მიიღო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ბონდარეკომ.
რაც შეეხება სერგო თეთრაძისა და ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეს გიორგი გოგინაშვილს, მან საბჭოს წევრთა 11 ხმა მიიღო.