სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის დროს ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის დროს ორი ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს ცეცხლნასროლი ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნებათ. წინასწარი ინფორმაციით, მათ დაზიანებები ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს მიიღეს.
ჯერ უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა ბანკიდან. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.