„სუხიშვილები“ „ბლექ სი არენაზე“ ახალ პროექტს - „ცეკვა თამაში“ წარადგენს
„სუხიშვილები“ „ბლექ სი არენაზე“ ახალ პროექტს - „ცეკვა თამაში“ წარადგენს

„ბლექ სი არენაზე“ 15 ივლისს „სუხიშვილები“ ახალ პროექტს – „ცეკვა თამაში“ წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლექ სი არენას“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ცეკვა თამაში“ ქართული ნაციონალური ბალეტის სრულიად განსხვავებული პროექტია, რომლის რამდენიმე ცეკვაც პირველად ანსამბლმა 13 იანვარს კლუბ „რესპუბლიკაში“ შეასრულა.

ელექტრონული მუსიკის თანხლებით შესრულებულ ნახევრად იმპროვიზებულ ქორეოგრაფიულ ნომრებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა მაყურებლის მხრიდან. ილიკო სუხიშვილმა „რესპუბლიკაში“ პროექტი „ცეკვა ქართულის“ სახელით წარადგინა.

სუხიშვილების შოუ „ბლექ სი არენაზე“ Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

სუხიშვილები

💫 2017 წელი 15 ივლისი ⭐️ სუხიშვილების „ცეკვა თამაში” Black Sea Arena-ს სცენაზე #BlackSeaArena 💫 July 15, 2017⭐️ The most beautiful performance of Sukhishvilebi on Black Sea Arena

Posted by Black Sea Arena on 2018 წლის 26 მარტი, ორშაბათი