სუდანის დედაქალაქში საჰაერო თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვია
სუდანის დედაქალაქში საჰაერო თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვია

სუდანის დედაქალაქ ხართუმში საჰაერო თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ხუთი ბავშვია, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„საჰაერო თავდასხმის სამიზნე იარმუკის რაიონი იყო, წინასწარი შეფასებით დაიღუპა 17 ადამიანი, რომელთა შორის ხუთი ბავშვია. დანგრეულია 25 საცხოვრებელი სახლი“, – ნათქვამია სუდანის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ცნობისთვის, სუდანის არმიასა და სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირება რამდენიმე თვეა, გრძელდება.