სუდანის დედაქალაქ ხართუმში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ დემონსტრაციაზე სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
სუდანის დედაქალაქ ხართუმში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ დემონსტრაციაზე სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა

სუდანის დედაქალაქ ხართუმში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ დემონსტრაციაზე სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 80 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს ქვეყნის დე ფაქტო ხელმძღვანელის, აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანის განკარგულების შესაბამისად, რომელმაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სუდანში გამთენიისას მოხდა. ამბოხებულებმა სუდანის დედაქალაქში გზები გადაკეტეს და მთავრობის წევრების სახლებში შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს. დაკავებამდე პრემიერმა თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ და მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.