„სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება დღეიდან იწყება
„სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება დღეიდან იწყება

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 8 თებერვლიდან იწყებს განაცხადების მიღებას „სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე, სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსების კომპონენტი; სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი და მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი.

„აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმო ესაქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის/მიკრო სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე/ლიზინგის საგანზე/მიკრო სესხზე პირველი დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

1. არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში; 2. არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდდოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის/მიკრო სესხის 2020 წლის პირველ დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის პირველი დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.