სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს
სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს

„ნუ მითვლი ფულს, „დამითვალე ცოდნა“, ამ ლოზუნგით სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. სტუდენტების თქმით, კოვიდპანდემიის გამო, 2020 წლიდან დღემდე 30 000-ზე მეტ სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა.

ისინი მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ შეტანილი განცხადების დროულად განხილვას სთხოვენ. ახალგაზრდული ძალის შექმნილ პეტიციას სწავლის საფასურის შემცირების მოთხოვნით 10 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მეტად მივაწვდინოთ სახელმწიფოს ხმა და გავაჟღეროთ მოთხოვნები ქუჩაშიც. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ შემცირდეს სწავლის გადასახადი, აღუდგეთ შეჩერებულ სტუდენტებს სტატუსი და შეიქმნას მოლაპარაკების პლატფორმა, სადაც სტუდენტები შევძლებთ განვიხილოთ მთავრობის უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად არსებული ვითარება, რომელიც არამარტო სტუდენტების, ასევე ქვეყნის პრობლემაც არის“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თორნიკე გეგეჭკორმა.