სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მშვიდობიან აქციას მართავენ.
სტუდენტების თქმით, აქციის მიზანია, საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ისეთი ფაქტები, როგორიც გუშინ საქართველოს პარლამენტში მოხდა. მათი განცხადებით, რუს დეპუტატებს არ უნდა მიეცეთ საქართველოში ჩამოსვლისა და პარლამენტში მისვლის შესაძლებლობა.
ისინი ასევე საკანონმდებლო ორგანოს წინ გუშინ განვითარებულ მოვლენებსაც ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ გარკვეულმა თანამდებობის პირებმა, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არეულობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიტიკას და პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან. ისინი ასევე არ აპირებენ, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.