„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეგობრებო, დამიდასტურდა კოვიდი. თავს უკეთ ვგრძნობ. თუ ღმერთმა ინება, გავუძლებთ. მიყვარხართ. ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ, ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს. თავისუფლება ლომთა ხვედრია“, – წერს ჩარკვიანი.