ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ამასთან, ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გარეშე მოითხოვენ.
პარტიის წარმომადგენლებმა ადგილზე იმ ოქმების დიდი ფორმატით წარმოდგენილი ასლები მოიტანეს, რომლებიც, მათი თქმით, დაუბალანსებელია და ცესკო-ს მიმდებარე ღობეზე გააკრეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მათი აქციები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს და არ გაჩერდებიან, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან არ გადადგება.