სტრასბურგში ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ჩეჩენ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
სტრასბურგში ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ჩეჩენ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სტრასბურგში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ჩეჩენ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

18 წლის აბდულ მალიკ ანაევი სტრასბურგში 18 სექტემბერს დააკავეს. მას ტერორისტულ საქმიანობაში წაუყენეს ბრალი. დაკავებულია ასევე მისი ძმა, რომელსაც სამართალდამცველების ინფორმაციით, კავშირი ჰქონდა ჩეჩნეთის კიდევ ერთ მკვიდრთან, რომელიც გაზაფხულზე პარიზის ოპერასთან გამვლელებს დანით დაესხა თავს.

12 მაისს თავდასხმის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა, ის ჩეჩნეთში დაბადებული, საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე 20 წლის ჰამზატ აზიმოვი აღმოჩნდა.