სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. დაშავებულია 11 ადამიანი, საიდანაც შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, France Presse-ი ავრცელებს. BBC-ი კი დაუდასტურებელი ცნობებით, სამი დაღუპულის შესახებ იუწყება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება შეისწავლის.
სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელმა ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გახდა. როგორც უკვე ცნობილია, სამართალდამცავმა უწყებამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა და მისი სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილი კი პოლიციას აქვს დაკავებული.