სტრასბურგში შემთხვევის ადგილზე კვლავ სროლის ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნაიდორფის რაიონში სავარაუდოდ თავდამსხმელია დამალული. სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
როგორც ცნობილია, სანამ თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალებოდა, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელის შესახებ პოლიციამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა. ის კანონდარღვევის გამო, სამართალდამცველების დაკვირვების ქვეშ არაერთხელ ყოფილა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სტრასბურგის ცენტრალურ ნაწილში, საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.