სტრასბურგში ჩამოაგდეს ობელისკი, რომელიც აფეთქებული სინაგოგის ადგილზე მდებარეობდა
სტრასბურგში ჩამოაგდეს ობელისკი, რომელიც 1940 წელს აფეთქებული სინაგოგის ადგილზე იყო აღმართული. სტრასბურის მერიამ მომხდარს ანტისემიტიზმის ახალი აქტი უწოდა.
საფრანგეთის ქალაქის მერმა როლან რაისმა დაგმო მომხდარი და მას „საზიზღარი და დაუშვებელი ქმედება“ უწოდა, რომელიც მიმართულია საფრანგეთის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, 19 თებერვალს საფრანგეთში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ დაგეგმილ მასობრივ დემონსტრაციამდე რამდენიმე საათით ადრე, სტრასბურგის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში ვანდალებმა ებრაული სასაფლაო შეურაცხყვეს. დაუდგენელმა პირებმა 100-მდე საფლავის ქვაზე ნაცისტური სიმბოლოები დახატეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ანტისემიტური აქტების რაოდენობა 74%-ით არის გაზრდილი. ებრაელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების რიცხვმა 2018 წელს 541 შეადგინა.
ებრაელთა დიასპორა საფრანგეთში უმსვხილესია. ქვეყანაში 550 ათასზე მეტი ებრაელი ცხოვრობს.