სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს გამოიტანა.
ვერდიქტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ყოფილი თანამშრომლის პოლონიუმით მოწმავლაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
სასამართლომ ასევე დაავალდებულა რუსეთის ხელისუფლება ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 000 ევრო გადაუხადოს.
ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში მოწამლეს.