პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი არ უნდა დააკავონ.
„მე არ ვფიქრობ, რომ მისი დანაშაული ჩემ წინააღმდეგ პატიმრობის ღირსია. ის არ უნდა დააკავონ, თუ მას ჩემთვის გადახდილი თანხის დამალვაში სდებენ ბრალს“, – განაცხადა დენიელსმა.
დენიელსმა ასევე აღნიშნა, რომ თუ საქმე სასამართლომდე მივა, მას სურს ჩვენების მიცემა.
„მე არაფერი მაქვს დასამალი. ერთადერთი ვარ, ვინც სიმართლეს ვამბობ“, – განაცხადა სტორმი დენიელსმა.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, ნიუ იორკში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი. მას ბრალი ედება საქმიანი ჩანაწერების გაყალბებაში. საქმის შემდეგი მოსმენა 4 დეკემბერსაა დაგეგმილი.