30 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში 17 მლნ 500 ათასი ლარი შეგროვდა. ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
StopCoV ფონდი ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.
#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 მლნ ლარი; ნიკორა – 100 ათასი ლარი; „დემასი“ – 100 ათასი ლარი; „ჯი-დი ჰოლდინგი“ – 100 ათასი ლარი; „კასკო“ – 100 ათასი ლარი; „ტიტალ დასენი“ – 100 ათასი ლარი; შპს „აისბერგი 2“ – 100 ათასი ლარი; „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ – 50 000 ლარი; შპს „ჯეი3“ – 50 ათასი ლარი; „ლომისი“ – 50 ათასი ლარი; სს „ლომისი“ – 50 ათასი ლარი; „ბარამბო“ – 50 ათასი ლარი; „ენერგონი“ – 30 ათასი ლარი; „გიდანი“ – 30 ათასი ლარი; „ოკრიბა“ – 20 ათასი ლარი; შპს „ერ ტე დე“ – 15 ათასი ლარი.
ფონდში ჩარიცხვა ყველას შეუძლია ყველას.