სტოკჰოლმში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულმა უზბეკეთის მოქალაქემ დანაშაული აღიარა
სტოკჰოლმში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულმა უზბეკეთის მოქალაქემ რახმატ აკილოვმა დანაშაული აღიარა. შვედეთში სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ თავდასხმა ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში წვლილის შესატანად ჩაიდინა. აკილოვის თქმით, მას სურდა, რომ შვედეთმა შეწყვიტოს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედროებისა გაგზავნა და თანხის გამოყოფა.
7 აპრილს 39 წლის რახმატ აკილოვი სტოკჰოლმის ცენტრში გატაცებული სატვირთო მანქანით ხალხში შევარდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 15 ადამიანი.
უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი სტოკჰოლმში 13 თებერვალს დაიწყო. განაჩენს სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გამოიტანენ. პროკურატურა აკილოვისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.