სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოს მიმდებარედ სროლის გამო საელჩოს შენობა დაიკეტა
სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოს მიმდებარედ სროლის გამო საელჩოს შენობა დაიკეტა

სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოს მიმდებარედ სროლის გამო საელჩოს შენობა დაიკეტა.

პოლიცია ამ დრომდე შემთხვევის ადგილას იმყოფება. მათი ინფორმაციით, სროლა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელდა. უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა საელჩო სროლის სამიზნე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა მეტი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.