სტოკჰოლმის მეტროსადგურთან აფეთქების შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
სტოკჰოლმის მეტროსადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ აფეთქება შვედეთის დედაქალაქში დღეს დილით მოხდა. შედეგად ორი მოქალაქე დაიჭრა. 60 წლის მამაკაცი და 45 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
პოლიციაში მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ძველი ხელყუმბარის აფეთქებას ასახელებენ, რომელიც მამაკაცმა მეტროსადგურთან იპოვა. სამართალდამცავების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
პოლიციაში აფეთქების ტერორიზმთან კავშირს უარყოფენ.