მსახიობი სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში პორტია დე როსიმ დაადანაშაულა.
„სკანდალისა“ და „განვითარების შეფერხების“ ვარსკვლავმა ამის შესახებ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
პორტია დე როსი ცნობილი ტელეწამყვანის ელენ დე ჯენერისის მეუღლეა. ელენმა დე როსის მხარდაჭერა „ტვიტერის“ პოსტითვე გამოუცხადა.
„ვამაყობ ჩემი ცოლით“,- აღნიშნა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა წამყვანმა.
სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში დე როსის გარდა, კიდევ ორმა ქალმა „კარგი ცოლის“ ვარსკვლავმა ჯულიანა მარგულისმა და მსახიობმა და ჟურნალისტმა ლიზა გურერომ დაადანაშაულა.