კომპანია Apple-ის თანადამფუძნებლის სტივ ჯობსის მიერ 18 წლის ასაკში დასასაქმებლად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ბოსტონში აუქციონზე გაიყიდება.
1973 წლით დათარიღებული განაცხადის საწყისი ფასი 50 ათასი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ სააპლიკაციო ფორმა, მრავალ ორთოგრაფიულ შეცდომას შეიცავს. აუქციონი სავარაუდოდ მარტის პირველ ნახევარში გაიმართება.