სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში სამაშველო ღონისძიებას, მეხუთე დღეა, აწარმოებენ.
დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.