სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელს სვენეთთან საპროტესტო აქციას მართავს
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელს სვენეთთან საპროტესტო აქციას მართავს.
სეტყვის შედეგად დაზარალებული შვიდი სოფლის მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვაც სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილიც. გორის მუნიციპალიტეტის მერსა და აქციის მინაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირიპირებაც მოხდა.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები მაგისტრალთან რჩებიან. მათ გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგანაც ქალაქის მერისგან მიიღეს დაპირება, რომ აქციის მონაწილეებს 16:00 საათზე სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდება.
გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი 25 მაისს დაისეტყვა.