სტიქიამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი დააზარალა
სტიქიამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი დააზარალა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, გამთენიისას ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა.

ასევე მოთხრილია ხეები, რის გამოც რამდენიმე სოფელში უბნებთან მისასვლელი შიდა გზები ჩაიხერგა.

„სტიქიის შედეგად ექვსი სოფელი დაზარალდა. დილიდან მუშაოებენ სპეციალური ჯგუფები და რამდენიმე სოფელში უკვე გაწმინდეს ხეებისგან ჩახერგილი მისასვლელი გზები. ამ დროისთვის ზარალის იდენობაზე საუბარი ნაადრევია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს არჩილ ჯაფარიძემ.