სტიპე მიოჩიჩთან მესამე ბრძოლა დენიელ კორმიესთვის კარიერაში უკანასკნელი იქნება
სტიპე მიოჩიჩთან მესამე ბრძოლა დენიელ კორმიესთვის კარიერაში უკანასკნელი იქნება

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მძიმე წონით დივიზიონში სატიტულო ბრძოლა 15 აგვისტოს UFC 252-ის ფარგლებში გაიმართება. ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი დენიელ კორმიეს კარიერაში მესამედ დაუპირისპირდება.

„დი სიმ“ არიელ ჰელვანისთან საუბრისას დაადასტურა, რომ მიოჩიჩთან ტრილოგია, შედეგის მიუხედავად, მის კარიერაში უკანასკნელი ბრძოლა იქნება.

„ეს იქნება ჩემი უკანასკნელი ბრძოლა შერეულ ორთაბრძოლებში. ამის შემდეგ ოქტაგონზე გასვლას აღარ ვაპირებ. მე ძალიან კარგად გამომდის კომენტატორობა და სიამოვნებით გავაგრძელებ ამ საქმიანობას, თუმცა მანამდე კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება მელის. მოუთმენლად ველოდები სტიპესთან მესამე ბრძოლას. ანგარიში 1-1 არის და საუკეთესოს ვინაობა უნდა გახდეს ცნობილი“, – განაცხადა კორმიემ.