სტენფორდის უნივერსიტეტში სამართალდამცავებმა დააკავეს პროპალესტინელი სტუდენტები, რომლებიც ბარიკადების აღმართვას ცდილობდნენ
სტენფორდის უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სასწავლებლის პრეზიდენტისა და რექტორის ოფისები მდებარეობს, პალესტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს.
როგორც ცნობილია, პროპალესტინელი სტუდენტები შენობის შიგნით და გარეთ ბარიკადების აღმართვას ცდილობდნენ.
„პალესტინა იქმნება თავისუფალი, ჩვენ გავათავისუფლებთ მას“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ისინი მალევე დააკავეს.