ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს ახალი თანაშემწეები ჰყავს.
„ნარინჯისფერთა“ სამწვრთნელო შტაბში შევიდნენ ყოფილი მეკარე მაარტენ სტეკელენბურგი და ყოფილი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი, – წერს გაზეთი „დე ტელეგრაფი“.
ეს დუეტი დაეხმარება კუმანს ნაკრების ევრო 2020-სთვის მომზადებაში.
ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს.