ოფიციალურად - „ბარსელონას“ დროებითი მთავარი მწვრთნელი სერხი ბარხუანი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - „ბარსელონას“ დროებითი მთავარი მწვრთნელი სერხი ბარხუანი გახდა #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი სერხი ბარხუანი იქნება.

სერხი „ბარსელონა B“-ს მთავარი მწვრთნელია. ის ამ პოსტზე გასული წლის ზაფხულში დაინიშნა და კლუბის პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას აზრით, ყველაზე კარგად იცნობს გუნდში დღეს არსებულ სიტუაციას.

სერხი ბარხუანი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავის მისვლამდე იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, გუნდს ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩაიბარებს. რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ 41 წლის ჩავიმ სრულად შეათანხმა კონტრაქტის დეტალები „ბარსელონასთან“.

„ბარსელონამ“ ოთხშაბათს, ლა ლიგას მე-11 ტურში 0:1 წააგო „რაიო ვალეკანოსთან“ და ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანის წასვლის შესახებ გამოაცხადა.

„ბარსას“ ლა ლიგას 10 მატჩში 15 ქულა აქვს და ცხრილში მეცხრე ადგილზეა.