ნიდერლანდების ნაკრებს დე იონგი და ზირკზე გამოაკლდათ - რონალდ კუმანმა ამხანაგურებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრებს დე იონგი და ზირკზე გამოაკლდათ - რონალდ კუმანმა ამხანაგურებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა დაასახელა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახებული ფეხბურთელები.

„ნარინჯისფერთა“ რიგებში რამდენიმე დაბრუნება შედგა: ჯორჯინიო ვეინალდუმის, მემფის დეპაის და მარკო ბიზოტის.

ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ განაცხადში „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი და „ბოლონიის“ ფორვარდი ჯოშუა ზირკზე.

ნიდერლანდების ნაკრებში ერთი დებიუტანტია – კუენტენ ტიმბერი „ფეიენოორდიდან“.

მეკარეები – მარკო ბიზოტი (ბრესტი, საფრანგეთი), მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი, ინგლისი), ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი, ინგლისი);

მცველები – ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დელეი ბლინდი (ჟირონა, ესპანეთი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ინგლისი), დენზელ დუმფრიზი, სტეფან დე ვრეი (ორივე – ინტერი, იტალია), ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი, გერმანია), ლუტშარელ გერტრუიდა, კილინდში ჰარტმანი (ორივე – ფეიენოორდი), მატეის დე ლიგტი (ბაიერნი, გერმანია);

ნახევარმცველები – ტეუნ კოპმაინერსი, მარტენ დე როონი (ორივე – ატალანტა, იტალია), ტიჯანი რეინდერსი (მილანი, იტალია), ჯერდი სხოუტენი, ჯო ვერმანი (ორივე – ეინდჰოვენი), ჩავი სიმონსი (ლაიპციგი, გერმანია), კუენტენ ტიმბერი, მატს ვიფერი (ორივე – ფეიენოორდი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ალ-იტიფაკი, საუდის არაბეთი);

ფორვარდები – ბრაიან ბრობი (აიაქსი), ნენფის დეპაი (ატლეტიკო, ესპანეთი), კოდი გაკპო (ლივერპული, ინგლისი), დონიელ მალენი (დორტმუნდი, გერმანია), ვოუტ ვეგჰორსტი (ჰოფენჰაიმი, გერმანია).

ნიდერლანდები 22 მარტს ამსტერდამში მიიღებს შოტლანდიას და 26 მარტს ფრანქფურტში ესტუმრება გერმანიას.