სტეკელენბურგი და ვან ნისტელროი კუმანის ახალი თანაშემწეები არიან

20:54, 18.12.2019

ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს ახალი თანაშემწეები ჰყავს.

„ნარინჯისფერთა“ სამწვრთნელო შტაბში შევიდნენ ყოფილი მეკარე მაარტენ სტეკელენბურგი და ყოფილი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი, – წერს გაზეთი „დე ტელეგრაფი“.

ეს დუეტი დაეხმარება კუმანს ნაკრების ევრო 2020-სთვის მომზადებაში.

ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს.

მსგავსი