ნიდერლანდების ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. ეს სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2018-2020 წლებში წვრთნიდა.

„მე აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და იოლი იქნება გზის მონახვა, რადგან ზუსტად ვიცი რა მინდა.

შემადგენლობა ოდნავ შეიცვალა, მაგრამ აქ კვლავინდებურად ბევრი ის ფეხბურთელია, რომლებთანაც 2018-2020 წლების პერიოდში ვმუშაობდი.

ეს სამუშაო ძალიან საპატიოა. მე ამის შესახებ 2018 წელსაც ვთქვი. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ისევ მომეცა ასეთი შესაძლებლობა“, – განაცხადა კუმანმა, რომელმაც 2020 წელს გაწყვიტა კონტრაქტი ნაკრებთან, რადგან „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის შესაძლებლობა მიიღო.