სტეფან სეჟურნე - საფრანგეთი მტკიცედ გმობს ირანის ისრაელზე თავდასხმას, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, ირანმა მიაღწია დესტაბილიზაციის ახალ დონეს
სტეფან სეჟურნე - საფრანგეთი მტკიცედ გმობს ირანის ისრაელზე თავდასხმას, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, ირანმა მიაღწია დესტაბილიზაციის ახალ დონეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, საფრანგეთი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმა ისრაელზე.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა საფრანგეთის სოლიდარობა ისრაელის მიმართ.

„საფრანგეთი მტკიცედ გმობს ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღებით ირანმა მიაღწია დესტაბილიზაციის ახალ დონეს და სამხედრო ესკალაციის ახალ საფრთხეს ქმნის“, – აცხადებს სტეფან სეჟურნე.