„გოლდენ სტეიტ ვორიორზისთვის“ 2019-20 წლების რეგულარული სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო.
გუნდმა პირველი ორი შეხვედრა წააგო, შემდგომ სტუმრად „ნიუ ორლეანი“ დაამარცხა, დღეს კი სტივ კერის გუნდი საკუთარ არენაზე „ფინიქს სანსთან“ დიდი ანგარიშით, 110-121 დამარცხდა.
თუმცა „ვორიორზის“ გულშემატკივრებისთვის დღევანდელ შეხვედრში მარცხზე უფრო დიდი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში სტეფ კარის აარონ ბეინსი ცუდად დაეჯახა. როგორც შემდგომ გაირკვა სტეფს ხელი აქვს მოტეხილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდი დაჭირდება „ვორიორზის“ ლიდერს იმისათვის რომ სრული რეაბილიტაცია გაიაროს.