სტატუსშეჩერებული სტუდენტები განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
სტატუსშეჩერებული სტუდენტები განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

სტატუსშეჩერებული სტუდენტები და აქციის სხვა მონაწილეები განათლების მინისტრის მოადგილეს, ნუნუ მიცკევიჩს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკება იყო ზოგადი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სოციალურ პროგრამას.

ასევე, სამინისტროს მხრიდან იყო დაპირება, რომ შემოდგომიდან იქნება გარკვეული შეღავათები არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი, არამედ სხვა სტუდენტებისთვისაც.

„ისინი გვესაუბრნენ სხვადასხვა სოციალურ პროგრამაზე, გვესაუბრნენ მათ მომავალ გეგმებზე. ყველაფერს მაშინ ვირწმუნებთ, როდესაც რეალური შედეგი იქნება.

რაც შეეხება დაპირებას, რომ განათლების მინისტრის მოადგილე  უნივერსიტეტის რექტორებთან ისაუბრებს, პანდემიის პირობებში, სწავლის საფასურის გადავადება იქნებ მოხერხდეს, ამას შევხედავთ და დაველოდებით“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.