ALL STAR-ჩატენვების კონკურსი დონოვან მიჩელმა მოიგო
ALL STAR-ჩატენვების კონკურსი დონოვან მიჩელმა მოიგო

NBA-ს ყველა ვარსკვლავის კვირეული გრძელდება. გამთენიისას, ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ გამართული ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული იუტა „ჯაზის“ ახალწვეულიდონოვან მიჩელი გახდა. მან ფინალში კლივლენდ „კავალიერსის“ კალათბურთელი, ლარი ნენსი დაამარცხა.

კონკურსის ტრიუმფატორმა საფინალო ილეთის შესრულების დროს მსახიობი კევინ ჰარტი შვილთან ერთად და საკუთარი უმცროსი და დაიხმარა. ნენსმა კი, ფინალური ჩატენვის დროს მამა – ლერი ნენს უფროსი გაიყვანა პარკეტზე, რომელიც აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული 1984 წელს გახდა