სტამბოლში უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კრიზისის შესახებ ოთხმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
სტამბოლში უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კრიზისის შესახებ ოთხმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უკრაინის, რუსეთის, გაერო-სა და თურქეთის ოფიციალური პირები.
უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორია, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარცვლეულზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებამდე „ორი ნაბიჯია დარჩენილი“. ოფიციალური კიევს უკრაინული მარცვლეულის განბლოკვის საკითხის მოგვარება გაერო-ს ეგიდით სურს.
სტამბოლში მხარეებს შორის მოლაპარაკებას წინ უსწრებდა პრეზიდენტ ერდოღანის სატელეფონო საუბარი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, რა დროსაც მხარეებმა შავ ზღვაში პორტების განბლოკვის საკითხზე ისაუბრეს.