სტამბოლში საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა აშშ-ში დემონსტრაციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პოლიციის მხრიდან ძალადობა დაგმეს.
მიტინგი პოლიციამ დაშალა, დაკავებულია 29 ადამიანი.
როგორც სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან, სტამბოლში შეკრებილი აქციის მონაწილეების წინაააღმდეგ ძალა მას შემდეგ გამოიყენს, რაც 50-მა აქტივისტმა პოლიციის მოწოდება არ შეასრულა და არ დაიშალა.
„ასოშიეთედ პრესი“ წერს, რომ თურქი აქტივისტების ნაწილს მიენაპოლისში, პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის სურათები ეჭირა ხელში.