სტამბოლში ქალთა უფლებების დასაცავად გამართული აქცია პოლიციამ დაშალა [ვიდეო]
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ქალთა უფლებების დასაცავად გამართული საპროტესტო აქცია დაშალა.
მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
სტამბოლში ქალთა უფლებების გაფართოების მოთხოვნით მსვლელობაში ორი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
უფლებადამცველთა მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისიდან თურქეთში 378 ქალი მოკლეს, გასულ წელს – 440. აქტივისტები თურქეთის სასამართლო ხელისუფლებას ქალთა წინააღმდეგ ძალადობაში ბრალდებულებისთვის ზედმეტად მსუბუქი განაჩენის გამოტანაში ადანაშაულებენ.
მსოფლიოში 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალთა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციები არაერთ ქვეყანაში გაიმართა.