სტამბოლში რამდენიმე დღის წინ მოკლული დათო ალხანაშვილი, იგივე „დათო პანკისკი“ დღეს მშობლიურ სოფელ ომალოში ჩამოასვენეს. მას ხვალ პანკისში ტრადიციული წესით დაკრძალავენ.
36 წლის დათო ალხანაშვილის სიცოცხლე, ახლობლების ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს შეეწირა.
ერთ-ერთი ვერსიით, ის ზაქარია კალაშოვის, იგივე შაქრო მოლოდოის გარემოცვამ სტამბულის რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლით მოკლა.
დავით ალხანაშვილი რუსეთში წლების წინ წავიდა და არსებული ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი.