სტამბოლში რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევიდან 45 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან მოზარდი ამოიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, 16 წლის ბიჭი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქართალის რაიონში მრავალსარულიანი საცხოვრებელი კორპუსი 6 თებერვალს ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 14 და დაშავდა 14 ადამიანი.
შენობაში სულ 14 ბინა იყო განთავსებული. უსაფრთხოების მიზნით, შენობის მიმდებარე რვა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.