სტამბოლში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მოზარდი ამოიყვანეს

16:42, 08.02.2019

სტამბოლში რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევიდან 45 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან მოზარდი ამოიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, 16 წლის ბიჭი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქართალის რაიონში მრავალსარულიანი საცხოვრებელი კორპუსი 6 თებერვალს ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 14 და დაშავდა 14 ადამიანი.

შენობაში სულ 14 ბინა იყო განთავსებული. უსაფრთხოების მიზნით, შენობის მიმდებარე რვა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი