სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 26 უცხოელი დააკავეს
სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 26 უცხოელი დააკავეს

სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 26 უცხოელი დააკავეს. როგორც სააგენტო DHA იტყობინება, დაკავებულებს ტერორისტული დაჯგუფების პროპაგანდისტული მასალა აღმოუჩინეს.

სპეცოპერაცია სტამბოლის ორ რაიონში ჩაატარეს. როგორც გამოძიებაში აცხადებენ, დაკავებულები მანამდე იმ ზონაში იმყოფებოდა, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. დაკავებულების ეროვნება არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პირველ დეკემბერს სამართალდამცავებმა დააკავეს 60 პირი, რომელთაც ასევე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ადანაშაულებენ.
ამავე დროს ანკარაში პოლიციამ 65 სახლში ჩაატარა ჩხრეკა, სადაც სავარაუდოდ აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები ცხოვრობდნენ. სასამართლომ 87 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, თუმცა პოლიციამ მხოლო 47 მათგანის აყვანა შეძლო.