სტამბოლში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 15 პირი დააკავეს
სტამბოლში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 15 პირი დააკავეს

სტამბოლში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 15 ეჭვმიტანილი დააკავეს.

მედიის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია ერთდროულად სტამბოლის რვა რაიონში, 12 სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა. დაკავებული ეჭვმიტანილები უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.

მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთის დაზვერვამ ტუნისის მოქალაქე 36 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 2014-2018 წლებში სირიის ქალაქებში – ტალ აბიადში, მანბიჯსა და რაქაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ე.წ. მოსამართლედ მუშაობდა. 2023 წლის დასაწყისში პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ისლამისტი ტერორისტი, რომელიც სტამბოლში თავდასხმისთვის ემზადებოდა.