სტამბოლში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა დაკავებული აკადემიკოსების გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციაში უმაღლესი სასწავლაბელები ლექტორებიც მონაწილეობდნენ. მათი თქმით, უამრავი მათი კოლეგა გისოსებს მიღმა ცრუ ბრალდებით აღმოჩნდა.
დემონსტრანტებმა თურქეთში თავისუფალი მედიის შევიწროვების ფაქტებიც დაგმეს.
შარშან თურქეთში, უშედეგო სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, განათლების სფეროში მომუშავე ათობით ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად აშშ-ის მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობასა ან ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.