სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს
სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე თურქეთის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიკროავტობუსით მიიმალნენ.
სტამბოლში სროლის შედეგად, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ, აზერბაიჯანისა და ჩეჩნეთის მოქალაქეები დაიღუპნენ.
გავრცელებული ცნობით, ქართულ და ჩეჩნურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება სტამბოლის ბაშაკშეჰირის უბანში მოხდა. შეიარაღებულ დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზად უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები სახელდება.