სტამბოლის მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ჯამალ ხაშოგი საკონსულოში შესვლის შემდეგ, მალევე გაგუდეს
დაგეგმილი მკვლელობის ფარგლებში, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ მალევე გაგუდეს, – ამის შესახებ სტამბოლის მთავარმა პროკურორმა განაცხადა. პროკურატურაში ამბობენ, რომ ლიკვიდაციის შემდეგ, ხაშოგის ცხედარი დაანაწევრეს და გაანადგურეს.
სტამბოლის პროკურატურის განცხადება არის თურქეთის მთავრობის პირველი ოფიციალური დადასტურება, რომ ჯამალ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს. ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მივიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.
ჟურნალისტი საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკით იყო ცნობილი.