სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა
სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა

სტამბოლის ცენტრში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის გამო შენობიდან პაციენტებისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან მხოლოდ ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტები და პერსონალი. ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორია დაატოვებინეს, მიმდებარე შენობებში მყოფ პირებსაც.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა თვითმხილველთა განცხადებით, მათ რამდენიმე აფეთქების ხმაც გაიგეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე ათეული მეხანძრე ცდილობს. მათ ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.